მთავრობისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და რუსეთის საელჩოსგან ამომწურავი პასუხის მიუღებლობის შემდეგ, სატვირთო მანქანების მძღოლებმა მანქანებით გადაკეტეს ბაგრატაშენის საბაჟო-გამშვები პუნქტი. ამის შესახებ NEWS.am-ს ერთ-ერთმა მძღოლმა, გევორგ სარქისიანმა, აცნობა.
აღვნიშნავთ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას და საკანონმდებლო პირობების შეცვლას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთში წელიწადში მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა, ნაცვლად წინა 180 დღისა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონის 115-ე მუხლის რეგულირებით, 10 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციაში გამკაცრდა წესები, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთის ფედერაციაში წელიწადში 90 დღემდე დარჩენა და არა 180 დღე.
სატვირთო გადაზიდვების მძღოლების თქმით, ეს პუნქტი არ უნდა შეეხოს მათ და მგზავრების გადამყვან მძღოლებს, რადგან მათ 90 დღეზე მეტიც კი შეიძლება მოუწიოთ „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან გაჩერება.