
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი 338-მა უცხოელმა მოითხოვა. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის ყველაზე დიდი რაოდენობა კუბის მოქალაქეებმა შეიტანეს, შემდეგ მოდიან უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, BusinessPress წარმოგიდგენთ ათი ქვეყნის სიას, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ.
კუბა: 57
უკრაინა: 53
თურქეთი: 44
ინდოეთი: 41
ირანი: 28
რუსეთი: 20
ეთიოპია: 14
ეგვიპტე: 11
პაკისტანი: 10
სირია: 6