ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, სოფელ კორხის ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა: ერთი სატვირთო და ორი სამგზავრო ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახალქალაქის საავადმყოფოში ერთი დაშავებული გადაიყვანეს ხელის მოტეხილობით. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გრძელდება შემდგომი გამოკვლევები.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Jnews-ს განუცხადეს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.