
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოდან 26 უცხო ქვეყნის მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ შსს იუწყება.
უწყების ინფორმაციით, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
„ბოლო დღეებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ერაყის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იორდანიისა და ჩადის 26 მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აკრძალული აქვთ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო საფუძვლით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოდან გაძევების (დეპორტაციის) განხორციელება“, — ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.