ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილის მოსავლის აღება მიმდინარეობს. წვიმიანმა ამინდმა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ ფერმერებში შფოთვა გამოიწვია, მათ  ეშინიათ, რომ კარტოფილი შეიძლება ყინვამ დააზიანოს. Jnews-მა შეეცადა გაერკვია, მოსალოდნელია თუ არა კარტოფილის გაყინვა უახლოეს დღეებში.

ახალქალაქის სოფლები იყოფა 2 ჯგუფად: კარტოფილის „ ადამიანები ვინც ბევრს თესავენ“ და „ ადამიანები ვინც ცოტას თესავენ“. ეს დაყოფა კონკრეტულ ზღვარს არ ეფუძნება; „ცოტას მთესველ“ სოფლებად ითვლება ის ადგილები, სადაც თითოეული ოჯახი ამუშავებს 1-2 ჰექტარამდე მიწას, ხოლო „ბევრს მთესველად“ – 3-4 ჰექტარზე მეტს. სოფლებში, სადაც ბევრს თესავენ, მოსავლის აღებას ადრე იწყებენ და შედარებით გვიან ამთავრებენ.

ადრე დაწყების მრავალი მიზეზი არსებობს: მოსავლის ადრე დასრულება, რათა კარტოფილი ყინვამ არ დააზიანოს, დამხმარეების ადვილად მოძებნა, რადგან ამინდის პირობები უფრო ხელსაყრელია სექტემბრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ახლა ფერმერებს შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, მაგალითად, ცუდი ამინდი, მოსავლის ამღები მუშახელისა და დამხმარე ტექნიკის ნაკლებობა და სხვა.

ამჟამინდელმა ამინდის პირობებმა – დაბალმა ტემპერატურამ, ქარმა და წვიმამ – ხელი შეუშალა და რამდენიმე დღით გადადო ფერმერების სამუშაოები. მათ ეშინიათ, რომ ამინდს ყინვა მოჰყვება და კარტოფილი გაიყინება. ბევრ სოფელში კარტოფილის ამოღებამდე „თიბავენ“ (სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ტექნიკა თიბავს მცენარის ღეროსა და ფოთლებს). როგორც ბევრი სოფლის მცხოვრები აღნიშნავს, „ღეროები მოშორებული კარტოფილი უფრო მალე და უფრო მეტად ზიანდება ყინვისგან“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე meteo.gov.ge გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ტემპერატურის შემდეგი ცვლილებებია მოსალოდნელი:

14 ოქტომბერი, სამშაბათი – ცვალებადი მოღრუბლულობა გაძლიერდება. ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უნალექო ამინდი. მაღალმთიან ზონებში ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, 0°, ხოლო დღისით +2, +7° იქნება.

15 ოქტომბერი, ოთხშაბათი – ცვალებადი მოღრუბლულობა გაძლიერდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო ღამით მაღალმთიან ზონებში – თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +2°, დღისით კი +5, +10° იქნება.

16 ოქტომბერი, ხუთშაბათი – ცვალებადი მოღრუბლულობა გაძლიერდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო ღამით მაღალმთიან ადგილებში – თოვლი. მაღალმთიან ზონებში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +3°, დღისით კი +5, +10° იქნება.

ჩვენ გლეხების სადარდებელ საკითხებზე სასოფლო-სამეურნეო სპეციალისტს, იეღიშე აღაჯანიანს ვესაუბრეთ. მისი თქმით, გლეხების დაახლოებით 70%-ს მოსავლის აღება უკვე დასრულებული აქვს.

ჩვენთან საუბარში მან განაცხადა, რომ მოსალოდნელი -4 გრადუსი ყინვა კარტოფილისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. კარტოფილს ზიანი შეიძლება მიადგეს -10 გრადუსიდან დაწყებული ყინვებისგან.

„-10 გრადუსამდე ყინვას კარტოფილი მიწის ქვეშ გაუძლებს“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

რაც შეეხება გათხრილი ან გაუთხრელი კარტოფილის ყინვისგან დაზიანებას, მან თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში მოსავალი მიწის ქვეშ არის.

მოსავალზე საუბრისას, ეღიშემ აღნიშნა: „გასულ წელთან შედარებით, წელს მოსავალი დაბალია“.

Jnews-მა ადრე გააშუქა კარტოფილის გაყიდვის სიმარტივე ან სირთულე, ასევე კარტოფილის ამჟამინდელი ფასი.