საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, კვების პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ფასები თურქეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი — აზერბაიჯანში. 2025 წლის პირველი ნახევრის Numbeo-ს სტატისტიკაში, რომელიც 143 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 83-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი — 123-ეზე.

მეზობელ ქვეყნებს შორის თურქეთს სომხეთი მოსდევს 93-ე ადგილით. რუსეთი 94-ე ადგილს იკავებს, ხოლო შემდეგ მოდის საქართველო 112-ე ადგილით.

რაც შეეხება მსოფლიო ქვეყნებს, 143 ქვეყანას შორის კვების პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ფასები შემდეგია:

  • კაიმანის კუნძულები
  • შვეიცარია
  • ისლანდია
  • ბაჰამის კუნძულები
  • ნორვეგია

კვების პროდუქტების მხრივ მსოფლიოში ყველაზე იაფი ხუთი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:

  • ავღანეთი
  • პაკისტანი
  • ირანი
  • ეგვიპტე
  • ლიბია

თქვენთვის ინფორმაციისთვის, Numbeo-ს სურსათის ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად ძვირი ან იაფია ძირითადი კვების პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.