საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„12 ოქტომბრის საღამოდან 13 ოქტომბრის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ელვა და ქარის გაძლიერება. დღისით აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალდიდობა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გაჩენა და გააქტიურება მთიან და მთისწინეთა რაიონებში (საშუალო საფრთხის დონე)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.