
10 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ახალქალაქის მერიას უფლებას აძლევს, განახორციელოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს ახალქალაქის მერიას უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სკოლის შენობებზე. ახალი ცვლილებები საბჭოს წევრებს მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა წარუდგინა.
„დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მერია სკოლების რემონტს განახორციელებდა. ისინი (ცენტრალური მთავრობა) გამოყოფენ დაფინანსებას და ჩვენ დავიწყებთ განხორციელებას. დოკუმენტი დღეს შევიდა ძალაში“, – განაცხადა კარენ მერგელიანმა.
მანამდე ახალქალაქის მერიას არ ჰქონდა საჯარო სკოლების შენობების მშენებლობის ან რემონტის უფლება. ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოყოფდა თანხებს და მერია უბრალოდ აცხადებდა ტენდერს. თუმცა, სახელმწიფო განსაზღვრავდა ადგილებს, სამუშაოს მოცულობას და ღირებულებას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო აქტიურად აუმჯობესებდა სკოლების ინფრასტრუქტურას.