ორ თვეზე მეტია, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების სოფლებში პირუტყვს შორის ვრცელდება დაავადება, რომელსაც მეცხოველეობის სელექციონერები ფეხისა და პირის ღრუს დაავადებად მიიჩნევენ. ცხოველებში ამ დაავადების გავრცელების შედეგად, პირუტყვის სიკვდილიანობის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ბევრ სოფელში გავრცელებული დაავადების სიმპტომები ფეხისა და პირის ღრუს დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ჰგავდა და მაცხოვრებლების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ეს ფეხისა და პირის ღრუს დაავადება იყო. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ფეხისა და პირის ღრუს დაავადება არ არის, რადგან ფეხისა და პირის ღრუს დაავადება არ არის დაავადება, რომლის მკურნალობაც ამდენ ხანს შეიძლება, ან მით უმეტეს, ის არ არის განკურნებადი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში დაავადება უკვე უკან იხევს, თუმცა არის ცალკეული სოფლები, სადაც დაავადება ახლა იფეთქებს. სიტუაცია მშვიდია იმ სოფლებში, სადაც დაავადება აგვისტოში იყო გავრცელებული.

ჩვენი ინფორმაციით, სოფლებში ხანდო და ალასტანი დაავადება ახლა იფეთქებს. სხვა სოფლებში მომხდარი შემთხვევების მოსმენის შემდეგ, მოსახლეობას ეშინია, რომ მათი ძროხებიც გაჭირვებით განიკურნებიან ან დაიღუპებიან. ასევე, ხალხს ეშინია რძისა და ხორცის გამოყენების.

ცხოველების სამკურნალოდ, მეცხოველეები კონსულტაციას იღებენ ახალქალაქის ან ნინოწმინდის ვეტერინარული აფთიაქებიდან.

როგორც Jnews-მა ადრე დაწერა, დაავადების ზუსტი დიაგნოზისთვის ცხოველების პათოლოგიური მასალის ნიმუში ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.

დღეს Jnews კვლავ დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაეზუსტებინა, რა გამოვლინდა ლაბორატორიული კვლევის შედეგად.

გვიპასუხეს, რომ ჯავახეთში დაფიქსირდა რამდენიმე ტიპის დაავადება. ესენია: ბრუცელოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და პასტერელოზი. როგორც შენიშნეთ, რეგისტრირებული დაავადებების სიაში არ არის ფეხისა და პირის ღრუს დაავადება „დაბაღი„ მითითებუკლი.

გავრცელებული და დაფიქსირებული დაავადებების შესახებ უფრო დეტალურად Jnews-ი მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოდან ზუსტ ცნობებს მიიღებს.