
საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 9-11 ოქტომბრის ამინდის პირობებთან დაკავშირებით გაფრთხილება გაავრცელა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, 9-დან 11 ოქტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ელვა და სეტყვა.
„9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელვა, სეტყვა, დროდადრო შესაძლებელია ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება მნიშვნელოვნად აწიოს საქართველოს მდინარეების დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცირე მდინარეების წყალდიდობა, ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მთიან და მაღლობ რეგიონებში (საფრთხის მაღალი დონე)“, — იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.