
15 წლის ლამარა ჰოვჰანისიანის მშობლების ერთადერთი სურვილია, რომ მათ შვილს შეეძლოს თუნდაც დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და გადაადგილება. ლამარას ცერებრული დამბლა აქვს. დაავადება გავლენას ახდენს მის მოძრაობასა და პოზაზე. სამკურნალო ჩარევებს შეუძლია დაეხმაროს მას თვითმომსახურების ფუნქციების გაუმჯობესებაში.
ლამარა ცხოვრობს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, მამასთან, დედასთან და 8 წლის დასთან ერთად. მისი დაავადება მრავალი წელია თან სდევს. წლების განმავლობაში ლამარას ოჯახი ებრძოდა დაავადებას, მაგრამ შედეგი უმნიშვნელო ნახეს.
დაავადების პირველი ნიშნები ლამარას ოჯახის წევრებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის ერთი წლის იყო, ხოლო 3 წლის რომ გახდა, უკვე გაიგეს, თუ რა დაავადებით იტანჯება მათი შვილი. მკურნალობა სომხეთში დაიწყეს, მაგრამ უკვე 2-3 წელია, რაც ახალციხეში დადიან. სერგო ჰოვჰანისიანმა, ლამარას მამამ, მოყვა, თუ როგორ შენიშნეს პირველი ნიშნები.
„ჩვენ არ ვიცოდით, ის ერთი წლის იყო, მხრებიდან ვიჭერდით და ვატარებდით. უცებ ფეხები დაეჭიმა და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. წავედით ახალქალაქში, იქ ერთი ხანში შესული კაცი იყო, რომელმაც თქვა, რომ თეძოები ვიწრო ჰქონდა. შემდეგ სომხეთში წავიყვანეთ და გვითხრეს, რომ დისლოკაცია ჰქონდა და დიდი დაჭიმულობა“, – ემოციურად მოყვა მამა.
ლამარას მშობლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან უნდოდათ, მათი შვილი სკოლაში ევლო, და ბოლოს, 9 წლის ასაკში, ლამარა სკოლაში შევიდა. თავდაპირველად ის ინდივიდუალურად სწავლობდა, შემდეგ კი, როდესაც შენიშნეს, რომ ის კეთილსინდისიერად ესწრებოდა გაკვეთილებს, ასწრებდა მასალას, პასუხობდა და მონაწილეობდა ყველა გაკვეთილში, საერთო კლასში გადაიყვანეს. ახლა ის მე-9 კლასში სწავლობს, სკოლაში მშობლებს დაჰყავთ და დააბრუნებენ, და გაკვეთილებზე თანაკლასელებთან ერთად ზის.
„გაკვეთილებზე დადის. ჩვენ დაგვყავს და მოგვყავს – ეტლით. ორი ადამიანი დაგვყავს. ყველა გაკვეთილში მონაწილეობს, გარდა ფიზკულტურისა“, – თქვა სერგომ. დედამ, ჰეღინე ჰოვჰანისიანმა, კი დაამატა:
„წერით ვერ წერს, მაგრამ ზეპირად პასუხობს. ყველა საგანს სწავლობს“.
გაკვეთილებზე საუბრისას, ლამარამ თქვა, თუ რომელია მისი საყვარელი საგანი სკოლაში.
„სკოლაში ყველაზე მეტად მშობლიური ენა მიყვარს. ყველა საგანი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მშობლიური ენა“, — აღფრთოვანებით თქვა მან.
3-4 წლის ასაკიდან მოყოლებული, ლამარა ებრძვის დაავადებას. ამ ბრძოლის შედეგად კუნთების დაჭიმულობა და დაძაბულობა მცირედით შესუსტდა, ის უკვე დამოუკიდებლად ახერხებს წიგნის ფურცლების გადაშლას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც ლამარას დაავადების შესახებ გაიგეს, მისი მკურნალობა დაიწყეს. წლების განმავლობაში დადიოდნენ სხვადასხვა ექიმთან. თავდაპირველად სომხეთში, შემდეგ კი — ახალციხეში. ახალციხეში მკურნალობა და მათი 3 თვით ბინით უზრუნველყოფა უცხოურმა ფონდმა უზრუნველყო. ამჟამად ამ ფონდზე გარკვეული თანხაა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, თუკი საქართველოს საავადმყოფოებში წავლენ.
რეაბილიტაციამ, რომელიც ახალციხეში გაიარა, ლამარას დაეხმარა, დაძაბულობა და დაჭიმულობა გარკვეულწილად შესუსტდა. მაგრამ ახლა ექიმი სომხეთში გადავიდა.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა მკურნალობის გაგრძელებას სომხეთში ამ ექიმთან, სერგომ უპასუხა:
„ახლაც ალბათ ვეღარ შევძლებთ წაყვანას, რადგან შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ჩვენი ყველა შესაძლებლობა ამოიწურა, 10 ძროხა გვყავდა, გავყიდეთ“.
ჰოვჰანისიანების ოჯახის ერთადერთი შემოსავალია ლამარას პენსია (დაახლოებით 470 ლარი), სერგოს ხელფასი (300 ლარი) და ნინოწმინდის მერიისგან მიღებული დახმარება (ერთჯერადი – 200 ლარი).
თავის დროზე ჰყავდათ ძროხები და შემოსავლის წყარო მეცხოველეობა იყო, მაგრამ შემდეგ გაყიდეს. როგორც ლამარას მამამ მოყვა, ერთმა ექიმმა დაპირდა, რომ გოგონას 7-9 თვეში ფეხზე დააყენებდა, მათაც გაყიდეს ძროხები, რათა მკურნალობის ხარჯები დაეფარათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმთან არ გამოვიდა.
„ძროხის ყიდვასაც კი ვერ ვახერხებთ. ვთქვათ, ბავშვი უნდა წავიყვანოთ, ვის უნდა დავუტოვოთ ძროხები?“, — თქვა ჰეღინემ და დაამატა, რომ, მაგალითად, ამ ზაფხულს 3 თვე ახალციხეში იყვნენ, ამდენი ხნით კი პირუტყვს სხვისთვის ვერ დატოვებდნენ.
ახლა ლამარა სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მას დედა ეხმარება. ექიმმა ასწავლა, თუ რა ვარჯიშები/მასაჟები უნდა გააკეთონ, დედა კი სახლში იმეორებს. მათ შეიძინეს სავარჯიშო მოწყობილობები, სადაც ვარჯიშობს ბავშვი.
ლამარას მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის თანხებია საჭირო, მაგრამ მის ოჯახს ამ ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა აღარ შეუძლია.
შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძელით დაგვედგინა, თუ რა სახის დახმარებას უწევს ნინოწმინდის მერია მსგავსი დაავადების მქონე პირებს აღდგენითი ეტაპის გასავლელად და სამკურნალოდ.
რა სოციალური პაკეტებით ეხმარება ნინოწმინდის მერია მაცხოვრებლებს, მოგვიანებით წარმოგიდგენთ.