
7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაწესდება სპეციალური საგზაო რეჟიმი.
კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებისა და საგზაო უსაფრთხოების ზომების განსახორციელებლად, აუცილებელია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მიწის სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც 2025 წლის 7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მითითებულ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყოველდღიურად, 06:00 საათიდან 10:00 საათამდე შეიზღუდება.