
საქართველოს ბანკი, მომხმარებლების წახალისების მიზნით, შეთავაზებების გაკეთებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მომხმარებლებს პარტნიორ ობიექტებში ქეშბექის აქციას სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის ბარათით, საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 10% დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. (მაქსიმუმ 50₾).
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 6 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, ნინოწმინდაში, შემდეგ ობიექტებში:
• ფარმადეპო;
• ავერსი;
• ორი ნაბიჯი.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ონლაინ, ამ ბმულიდან.