ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ნინოწმინდის მუნიციპალურ საკრებულოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი, რადგან სხვა პარტიებმა ვერ გადალახეს მინიმალური 4%-იანი ბარიერი. Jnews ნინოწმინდის მუნიციპალური საკრებულოს შესაძლო შემადგენლობას ავრცელებს. ნინოწმინდის მუნიციპალური საკრებულოს ახალი შემადგენლობა 26 დეპუტატისგან შედგება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამი პარტია მონაწილეობდა. ამ პარტიებიდან 4%-იანი ბარიერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ გარდა ვერცერთმა ვერ გადალახა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ახალქალაქის საკრებულოს მსგავსად, ერთპარტიული იქნება და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ იქნება დაკომპლექტებული.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების საერთო რაოდენობა 26 იქნება, რომელთაგან 11 ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა, ხოლო 15 პროპორციული სიიდან კანდიდატი იქნება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაძლო შემადგენლობას Jnews ავრცელებს.

პროპორციული სიის პირველი 15 კანდიდატი:

ვაჰან აროიანი
ჯემალი ხმალაძე
იასონ ნაზღაიძე
ბაბკენ ანანიკიანი
გარუშ არზუმანიანი
მუხამედ ბერიძე
მელს კაზარიანი
რაზმიკ დარბინიანი
ედიკ ალვანჯიანი
ვაჰე ჰოვჰანნესიან
არტურ კრმაჯიანი
არტიომ პოდოგლიანი
ჰოვსეპ ნორსოიანი
რამაზ ბერიძე
ეკა ანთაძე

მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს:

შირაზ ხოდიკიანი,
ტიგრან მადოიანი,
გევორგ ისოიანი,
მანუკ არაკელიანი,
ეგორ კოტოიანი,
სერგეი ადუმიანი,
არარატ ჩაპანიანი,
არა მანასიანი,
არნაკ ჰახვერდიანი,
ვაღინაკ არზუმანიანი,
თუმას ჯახაცპანიანი.