
განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა იწყება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს.
მათივე ცნობით, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
ცნობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური (ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ჩათვლით) 66 ლარს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინის ID ბარათი, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ახალი დიზაინის მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა. კერძოდ:
მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს…