
საქართველოს პროკურატურის ცნობით, 5 პირს ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, სტრატეგიული და სპეციალური დანიშნულების ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალის გამოყენებით სტრატეგიული და სპეციალური დანიშნულების ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა), 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ძალის გამოყენებით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება).
ლაშა ბერიძეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).
პაატა მანჯგალაძეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება).
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.