ტრადიციული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ ქუჩა უკვე გადაკეტილია. წერს bm.ge.

აღსანიშნავია, რომ დღეს საპროტესტო აქციის 312-ე დღეა. დემონსტრაციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება.

დემონსტრაციაზე სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. მანამდე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, „რუსთაველი დღეს დაცვას იმსახურებს“.