„ოქროს ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბირჟებზე ერთი უნციის ღირებულებამ 3887 აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთ თვეში დაფიქსირდა 8,3%-იანი ზრდა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასი 45%-ით გაიზარდა.

Trading Economics-ის მონაცემებით, ოქროს ფასების ზრდა განაპირობა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) გადაწყვეტილებამ, შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი, და მოლოდინმა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი კიდევ 25 საბაზისო პუნქტით შემცირდება.

გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდის ხელშემწყობ მეორე ფაქტორს წარმოადგენს გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რის ფონზეც ინვესტორები ოქროს სახით უსაფრთხო თავშესაფარს ეძებენ.“