რუსთაველის გამზირზე ტრადიციული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ ქუჩა უკვე გადაიკეტა. წერს bm.ge.

აღსანიშნავია, რომ დღეს 312-ე დღეა, რაც საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია.

ცნობისთვის, აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც. მანამდე კი, ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა რუსთაველზე გამოსვლისკენ. მისი თქმით “რუსთაველი დღეს არის დასაცავი”.