„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 11 725 ხმა მიიღო (98,323%). პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ 74 ხმა დააგროვა (0,621%), ხოლო „ხალხის ძალამ“ — 125 ხმა (1,057%).“

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის „ალტერნატიული“ კანდიდატები იყვნენ წარდგენილი. Jnews-ის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის საშუალება ჰქონდა, ანუ „ქართული ოცნების“ კანდიდატის გარდა, წარდგენილი იყო სხვა კანდიდატიც.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ჯავახეთში, მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში იყვნენ დასახელებული „ოცნების“ გარდა სხვა პარტიის/ალტერნატიული კანდიდატები, დანარჩენ ადგილებში კი მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო, და ყველა მათგანი მმართველი პარტიის წარმომადგენელი გახლდათ.“

„მათ შორის არის სოფელი გორელოვკა (მე-12 საარჩევნო უბანი), სადაც Jnews-ის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. აქ ამომრჩევლები ორ კანდიდატს შორის აკეთებდნენ არჩევანს: მმართველი პარტიიდან — არარატ ჭაპანიანსა და პარტია „ხალხის ძალისგან“ — ავთანდილ ნაქაიძეს შორის. გორელოვკაში მდებარეობს მაჟორიტარული №5 ოლქის ხუთი საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთი.

მე-12 საარჩევნო უბანზე „ხალხის ძალის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ავთანდილ ნაქაიძემ, 12 ხმა (2,778%) მიიღო. მათ შორის მან მიიღო:“

  • მე-13 უბანზე — 8 ხმა (8,421%);
  • მე-14 უბანზე — 0 ხმა;
  • მე-15 უბანზე — 0 ხმა;
  • მე-16 უბანზე — 45 ხმა (33,333%);
  • მე-17 უბანზე — 1 ხმა (1,333%).“

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა არარატ ჩაპანიანმა მე-12 უბანზე 420 ხმა მიიღო (97.222%). კერძოდ:

მე-13 უბანზე 87 ხმა (91.579%);

მე-14 უბანზე 214 ხმა (100%);

მე-15 უბანზე 66 ხმა (100%);

მე-16 უბანზე 90 ხმა (66.667%);

მე-17 უბანზე 74 ხმა (98.667%).

„მე-12 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 703 ამომრჩეველი, გაიცა 650 ბიულეტენი. 12:00 საათისთვის ხმა მისცა 212-მა ამომრჩეველმა, 17:00 საათისთვის — 348-მა. სულ ხმა მისცა 462-მა ამომრჩეველმა. 23 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

პარტიების მიერ მიღებული ხმები:

№14 „ხალხის ძალა“ — 10 ხმა (2,278%);

№25 „გახარია — საქართველოსთვის“ — 4 ხმა (0,911%);

№41 „ქართული ოცნება“ — 425 ხმა (96,811%).

ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასევე იყრიდა კენჭს №9 მაჟორიტარულ ოლქში. Jnews-ის ჟურნალისტები ამ ოლქის ორ უბანზე იმყოფებოდნენ: №29 (სოფელი ახალი ხულგუმო) და №31 (სოფელი ფარავანი).“

„არჩევნებში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კანდიდატი მანუკ არაკელიანი და №42 დამოუკიდებელი კანდიდატი — ეგიშე მკრტჩიანი.

№29 უბანზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ეგიშე მკრტჩიანმა 5 ხმა (8,333%) მიიღო. მან ასევე მიიღო:

№30 უბანზე — 1 ხმა (4,348%);

№31 უბანზე — 9 ხმა (7,031%).

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა მანუკ არაკელიანმა №29 უბანზე 55 ხმა (91,667%) მიიღო. მან ასევე მიიღო:

№30 უბანზე — 22 ხმა (95,652%);

№31 უბანზე — 119 ხმა (92,969%).

№29 უბანზე რეგისტრირებულია 131 ამომრჩეველი, მიღებულია 150 ბიულეტენი. 12:00 საათისთვის ხმა მისცა 15-მა ადამიანმა, 17:00 საათისთვის — 56-მა. სულ ხმა მისცა 62-მა ამომრჩეველმა. 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.“

„პარტიების მიერ მიღებული ხმები:

№14 „ხალხის ძალა“ — 1 ხმა (1,667%);

№25 „გახარია — საქართველოსთვის“ — 0 ხმა (0%);

№41 „ქართული ოცნება“ — 59 ხმა (98,333%).

№31 უბანზე რეგისტრირებულია 230 ამომრჩეველი, მიღებულია 200 ბიულეტენი. 12:00 საათისთვის ხმა მისცა 48-მა ადამიანმა, 17:00 საათისთვის — 108-მა. სულ ხმა მისცა 131-მა ამომრჩეველმა. 6 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

პარტიების მიერ მიღებული ხმები:

№14 „ხალხის ძალა“ — 2 ხმა (1,6%);

№25 „გახარია — საქართველოსთვის“ — 0 ხმა (0%);

№41 „ქართული ოცნება“ — 123 ხმა (98,4%).

ორ საარჩევნო უბანზე — სოფლებში ახალი ხულგუმო და ფარავანი — საარჩევნო პროცესმა შედარებით მშვიდად და პასიურად ჩაიარა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ამ შორეულ სოფლებში იმყოფებოდნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიისთვის მუშაობდნენ.“

„სოფელ გორელოვკაში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა: უბანზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი სამკერდე ნიშნის (ბეიჯის) გარეშე.

ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების არარსებობის გამო, შესაძლო იყო ისეთი დარღვევები, როგორიცაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო პროცესის კონტროლი, მესამე პირების ჩარევით ხმის მიცემა და ერთადერთ ჟურნალისტზე ზეწოლა.“