
წინასწარი დათვლის თანახმად, 4 ოქტომბერს საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, მან ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ახალქალაქში პარტიამ მიცემული ხმების 97.0041% მიიღო, ხოლო ნინოწმინდაში – 98.323%.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 63 საარჩევნო უბნის შედეგების დამუშავების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ 21,012 ხმა, ანუ 97.0041% მიიღო.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 60 ხმა მიიღო (0.277%) .
პარტიამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 490 ხმა მიიღო(2.262%).
პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ 99 ხმა მიიღო (0.457%).
4 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სულ 37 287 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ამ მონაცემებისა და საკრებულოს 4%-იანი ბარიერის გათვალისწინებით, ახალქალაქის საკრებულოში მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20 504 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქ, 35 საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების დათვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ ასევე ლიდერობს 11 725 ხმით (98.323%).
გახარია – „საქართველოსთვის“-მ 74 ხმა (0.621%) მიიღო, ხოლო „სახალხო მთავრობამ“ 126 ხმა (1.057%).
ნინოწმინდის საკრებულო ასევე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში აქტივობა დაახლოებით 58% იყო.