საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობერბს, რომ 4 ოქტომბერს თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გამართული საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი დააკავეს.

ისინი არიან:

ირაკლი ნადირაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და სამი მოწვევის თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

მურთაზ ზოდელავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი.

ლაშა ბერიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიის გენერალური მდივანი.

პაატა ბურჭულაძე, „რუსთაველის გამზირის“ საზოგადოებრივი პლატფორმის დამფუძნებელი და ცნობილი ოპერის მომღერალი.

მათ ბრალი ედებათ „საქართველოში მთავრობის დამხობისკენ მოწოდებაში“ და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში“. ეს დანაშაულები ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის დროს ორგანიზატორებმა ძალადობისკენ მოუწოდეს და ასეთი მოწოდებები 4 ოქტომბრამდეც გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიმართა დემონსტრანტებს, რათა უზრუნველყოფილიყო აქციის მშვიდობიანი ხასიათი და დაეცვათ კანონი. თუმცა, მას შემდეგ, რაც აქციაზე ძალადობისკენ მოწოდებები გაისმა, რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელში პრეზიდენტის სასახლის კარიბჭე შეამტვრია და მისი ხელში ჩაგდება სცადა“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

მუნიციპალური არჩევნების პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის გაცხადებული მიზანი „მშვიდობიანი რევოლუციაა“. საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს მოქმედი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა და მოითხოვა „ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის“ დაწყება. პოლიტიკური საბჭოს ორგანიზატორების მოწოდებით, ზოგიერთმა მომიტინგემ პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადა, რომელიც საპროტესტო აქციის მთავარი ადგილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

სპეცრაზმმა მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიმდებარე ქუჩებში მომიტინგეებმა ბარისა და რესტორნის ავეჯისგან ბარიკადები ააშენეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი და ექვსი მომიტინგე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: Newsgeorgia