დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 33.46%-მა მისცა ხმა,  ახალქალაქში  42.42%-მა და ნინოწმინდაში 45.49%-მა.

ახალქალაქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 38,027-ია. გასულ წელთან შედარებით, ახალქალაქში ამომრჩეველთა აქტივობა გაიზარდა.

10:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქში ხმა მისცა 4,107-მა ადამიანმა (10.8%); 12:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 8,719-მა ადამიანმა (22.93%); 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 13,848-მა ადამიანმა (36.42%); ხოლო 17:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 16,130-მა ადამიანმა (42.42%).