სიახლე
„გახარია საქართველოსთვის“ სიის პირველმა კანდიდატებმა ნინოწმინდაში პარტია დატოვეს
04.10.2025
ნახვები: 42 |
ავტორი: Fenya Torosyan
დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 4 პროპორციულმა კანდიდატმა, რომლებიც სიის პირველ ნომრებში იყვნენ, პარტია დატოვეს. ამის შესახებ სიის პირველმა პირმა, სოფო ნიქაცაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
,,პარტია გახარია-საქართველოსთვის ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი სოფიკო ნიქაცაძე, ჩემს თანაგუნდელებთან არტურ ტონაკანიანთან, ნიკოლაი სუხარუკოვთან და ვლადისლავ ანანიკიანთან ერთად, რომლებიც არიან მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები, ვუერთდებით ლელოს იმ წევრებს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს თავისი პარტია იმის გამო, რომ მისი ლიდერები ძალადობას უჭერენ მხარს.
ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც მიუხედავდ იმისა, რომ სხვანირად საუბრობენ, ჩართულები არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ.”
სოფო ნიქაცაძემ Jnews-თან ინტერვიუში პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ კომენტარზე უარი თქვა და დაამატა, რომ ამ კომენტარში ყველაფერი ნათქვამია.
აღსანიშნავია, რომ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ერთ-ერთია იმ 3 პარტიიდან, რომლებმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კანდიდატთა სიები წარადგინეს.