დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ახალქალაქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 38,027 ადამიანს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, წელს ახალქალაქში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

10:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4,107 ადამიანმა (10.8%), 12:00 საათის მონაცემებით – 8,719-მა (22.93%), ხოლო 15:00 საათის მონაცემებით – 13,848 ადამიანმა (36.42%).

2024 წელს ამომრჩეველთა რაოდენობაც ნაკლები იყო – 37,496. 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,348-მა (6.26%) ამომრჩეველმა, 12:00 საათის მონაცემებით – 6,482-მა (17.29%), ხოლო 15:00 საათის მონაცემებით – 13,674-მა (36.47%).

საერთო ჯამში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 144,763 ადამიანს შეადგენს. 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 15,405-მა (10.64%) ამომრჩეველმა, 12:00 საათის მონაცემებით – 34,205-მა (23.63%) და 15:00 საათის მონაცემებით – 55,939-მა (38.64%) ამომრჩეველმა.