საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერი ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლებისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიერ შესრულებულ ფინანსურ ვალდებულებებზე.