
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის “ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე, ამოქმედდება შესვლის თარიღისა და დროის დაჯავშნის ელექტრონული სისტემა (ГИС ЭПД).
ამ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდი.
ელექტრონული პლატფორმა სატვირთო გადამზიდავებს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაჯავშნონ “ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე ჩამოსვლის დღე და დრო, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გასვლისას.
რეგისტრაციისთვის საჭიროა:
დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პლატფორმაზე.
დაადასტუროთ ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
მიიღოთ დადასტურება მონაცემების შემოწმების შემდეგ.
შექმნათ სატრანსპორტო საშუალების ბარათი სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლის დართვით და მიიღოთ დადასტურება მონაცემების შემოწმების შემდეგ.
რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ ბმულზე: esia.epd-portal.ru