29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. ახალქალაქის „მურჯახეთი“ ნინოწმინდის „გონდურას“ დაუპირისპირდა და 5-1 ანგარიშით გაიმარჯვა.

ეს სამოყვარულო ლიგის რეგიონული ეტაპია, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის ოთხი გუნდი მონაწილეობს: ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა და ახალციხე.

თითოეული გუნდი ექვს თამაშს ითამაშებს.