გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა, სეტყვა და ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება და ფორმირება ბორცვიან და მთიან რაიონებში (საფრთხის დონე: საშუალო)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.