
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბერს, დილის 10 საათზე დაიწყო. სტაჟიორ მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ ნოემბერში გამოცდაზე ჩაბარება და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღება, რეგისტრაცია 8 ოქტომბრის, საღამოს 6 საათამდე შეუძლიათ. რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის რეგისტრაციის გვერდზე. რეგისტრაცია უფასოა.
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს მხოლოდ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეუძლიათ შემდეგი საგნებიდან ერთ-ერთის არჩევა:
სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
ბუნებისმეტყველო მეცნიერებები (დაწყებითი საფეხური)
აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო და/ან საშუალო საფეხური)
მათემატიკა (საბაზო და/ან საშუალო საფეხური)
სოციალური მეცნიერებები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება (საბაზო და/ან საშუალო საფეხური)
ბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია (საბაზო და/ან საშუალო საფეხური)
უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული (დაწყებითი, საბაზო და/ან საშუალო საფეხური)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
სპორტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები
სომხური ენის გამოცდა
აზერბაიჯანული ენის გამოცდა
რეგისტრაციისას შესაძლებელია შესაბამისი გამოცდის არჩევა ქართულ, სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებში.
აღსანიშნავია, რომ გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.
ფენია თოროსიან