20 და 21 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქმა „თბილისობა“ აღნიშნა. ქალაქში სხვადასხვა საკონცერტო პროგრამა გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის საცეკვაო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ და დაჯილდოვდნენ.
ახალქალაქის სოფლებში არის საცეკვაო კლუბები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა საკონცერტო პროგრამებში. ამჯერად, თბილისობის სცენაზე ახალქალაქიდან ჩამოსული ცეკვის ქორეოგრაფების ჯგუფები გამოვიდნენ. საკონცერტო პროგრამა „მზიურის“ პარკში გაიმართა.
„20 და 21-ში, თბილისობა იყო. ამ დღესთან დაკავშირებით ფესტივალი მოეწყო. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ამჯერად სოფლის კლუბები მიეღოთ მონაწილეობა. 8 ჯგუფი ჩამოვიყვანეთ და ძალიან კარგად გამოვიდნენ, ჟიურის და ფესტივალის ორგანიზატორებს მოეწონათ“, – განაცხადა ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორმა ალიკ ქსპოიანმა Jnews-თან ინტერვიუში.
მან თქვა, რომ ყველა მონაწილემ მიიღო მედლები, დიპლომები, ხოლო ანსამბლებს თასები გადაეცათ.
ფესტივალის დასასრულს, 5 ქორეოგრაფი სხვადასხვა ტიტულით დაჯილდოვდა. 2 ქორეოგრაფმა, ასია მერგელიანმა და ფლორა მაკარიანმა, „წლის საუკეთესო ქორეოგრაფის“ წოდება მიიღეს, ხოლო 3 ქორეოგრაფმა, შოღიკ კირაკოსიანმა, ედუარდ სტეპანიანმა და ნინა ფარმანიანმა, „წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქორეოგრაფის“ წოდება.
ფენია თოროსიან