ერთ წელიწადში “აწარმოე საქართველოშის” მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1200-ზე მეტი სესხი დამტკიცდა, რომლის ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარამდეა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის წლიური შედეგებშია აღნიშნული.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, სამინისტროს მტკიცებით, განხორციელებული ინვესტიციით დამატებით 2 643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი მეწარმეები და დამწყები მეწარმეები.

ახალი პროგრამით ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.