
ოქროს ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდი დაამყარა. თბილისის დროით 12:00 საათის მონაცემებით, ერთი უნციის ფასი 3,714 აშშ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი მხოლოდ ერთ დღეში 0.78%-ით, თვის განმავლობაში 9.3%-ით, ხოლო წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა.
„Trading Economics“-ის მონაცემებით, ოქროს ფასის ზრდა განპირობებულია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებით და წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთის შემდგომი შემცირების მოლოდინით.
გამოცემა წერს, რომ ინვესტორები ამ კვირაში აშშ-ში ინფლაციის ძირითად მონაცემებს და ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების განცხადებებს ელოდებიან შემდგომი პოლიტიკის შესახებ, რაც ოქროზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას ასტიმულირებს.
გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ფასის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორია გეოპოლიტიკური დაძაბულობა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო გადაწყვეტილებები, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქროს სახით უსაფრთხო თავშესაფარი ეძებნათ.