
17 სექტემბერს, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მაგისტრალზე გზის მოსწორების სამუშაოები განხორციელდა. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გზა დროებით სწორდება, თუმცა როდის დაიწყება დაპირებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
Jnews-ი არაერთხელ შეეხო გზის ამ მონაკვეთის სავალალო მდგომარეობას. 2025 წლის დასაწყისიდან გზა ინგრევა და დღემდე პრობლემა უცვლელია.
შეგახენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნული გზის სხვადასხვა მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით, ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
შეაკეთებს. პროექტის ღირებულება 2 772 000 ლარს შეადგენს. კომპანიასთან ხელშეკრულება თებერვალში გაფორმდა და დაგვიანებით, უკვე რამდენიმე კვირაა, ამ მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო.
კომპანია „არალი“ 8,8 კმ-დან 16 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქციას განახორციელებს. ხელშეკრულება 2025 წლის 16 მაისს გაფორმდა და პროექტის ღირებულება 7 278 560 ლარია.
თუმცა, კომპანია „არალმა“ მხოლოდ მოსწორების სამუშაოები ჩაატარა, რომლებსაც გრძელვადიანი შედეგი არ მოაქვს. რამდენიმე დღეში, ძლიერი წვიმის შემდეგ, გზა კვლავ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1-ელ ივლისს Jnews-ი კომპანია „არალის“ დირექტორის მოადგილეს, ეკა თათეშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ სამუშაოების დაწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიცემულ მითითებაზეა დამოკიდებული.
მან დაამატა, რომ S-13 ავტომაგისტრალის 26,7-ე კილომეტრიდან 36,09-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე მშენებლობა გრძელდება და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
თუმცა, უკვე 18 სექტემბერია და კარწახი-ახალქალაქის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა არ მიმდინარეობს, მოსწორებითი სამუშაოების გარდა.
9 ივლისის ადრიანი დილიდან კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ისინი მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა და დაუსრულებელი დარჩა. ამჟამად ამ მონაკვეთზეც მხოლოდ მოსწორება ხორციელდება.
Jnews-ი 18 სექტემბერს კომპანია „არალის“ დირექტორის მოადგილეს, ეკა თათეშვილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, თუ რატომ არ მიმდინარეობს სამუშაოები ამ მონაკვეთზე დღემდე.
მისი თქმით, წინა საუბრისას აღნიშნეს, რომ სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდებოდა. „თუ სამუშაოები მითითებულ ვადაში არ დასრულდება, ამ შემთხვევაში კვლავ დამიკავშირდით,“ — განაცხადა ეკა თათეშვილმა.
ახლა კი, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე უკვე მეოთხედ ხორციელდება მხოლოდ მოსწორების სამუშაოები. სექტემბრის დასრულებამდე სულ რაღაც 11 დღე დარჩა და ჩნდება კითხვა, მოასწრებს თუ არა კომპანია ამ მონაკვეთის შეკეთებას.
Jnews-ი პრობლემას თვალს მიადევნებს და ახალ დეტალებს შემდეგ პუბლიკაციებში მოგაწვდით.