გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აცნობებს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, 18 სექტემბრის ბოლოდან 20 სექტემბრის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმები, ზოგიერთ ადგილას ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია ელვა, სეტყვა, ძლიერი ქარი და 3-4 ბალიანი შტორმული ტალღები.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეების წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებში წყალდიდობები, ასევე მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოშობა და გაძლიერება მთიან და მთიან რაიონებში (საშიშროების დონე: საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.