საქართველოში სათესი ფართობები კვლავ მცირდება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები აზუსტებს.

კერძოდ, 2025 წელს საგაზაფხულო კულტურების სათესი ფართობი 129.7 ათასი ჰექტარი იყო. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 130.3 ათას ჰექტარს შეადგენდა, 2023 წელს საგაზაფხულო კულტურების სათესი ფართობი 137.1 ათასი ჰექტარი იყო, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში — 148.7 ათასი ჰექტარი და ა.შ.

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მარცვლეულისა და პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსნები) სათესი ფართობი 90.1 ათასი ჰექტარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში — 90.9 ათასი ჰექტარი, 2023 წლის გაზაფხულზე — 94.4 ათასი ჰექტარი, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 100.3 ათასი ჰექტარი.

წელს კარტოფილისა და ბოსტნეულის სათესი ფართობები 27.3 ათასი ჰექტარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში — 25.7 ათასი ჰექტარი, 2023 წლის გაზაფხულზე — 27.8 ათასი ჰექტარი, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 29.7 ათასი ჰექტარი.