
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ნარდის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი დღეს, 12 სექტემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, “ხას ბახჩაში” გაიმართა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის, აკაკი მელიქიძის თქმით, ნარდის მუნიციპალური ჩემპიონატი ახალქალაქის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ნარდის ჩემპიონატი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდა. თამაშების განმავლობაში დამარცხებული მოთამაშე თამაშიდან ვარდებოდა. მონაწილეობა მიიღო 16-მა მოთამაშემ.
ნარდის ჩემპიონატს 3 გამარჯვებული ჰყავდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მედლებით, დიპლომებით და საჩუქრებით.
2025 წლის ჩემპიონატში პირველი ადგილი არტურ ბარბარიანმა დაიკავა, მეორე ადგილი არტურ მოვსესიანმა, ხოლო მესამე ადგილი ჰამლეტ მოვსისიანმა.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ასაკობრივი შეზღუდვა არ ყოფილა, თუმცა ძირითადად 50-60 წლის ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც აკაკი მელიქიძემ აღნიშნა, ახალქალაქში ნარდის ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება.
ფენია თოროსიან