მიმდინარე წელს, SJGC კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ატარებს გაზიფიცირების სამუშაოებს: აბულში, მოდეგამსა და ბუზავეთში სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დიდ და პატარა სამსარში დასრულების ეტაპზეა. SJGC კომპანიის ცნობით, წლის ბოლომდე ჩამოთვლილი სოფლების მოსახლეობას საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირი ექნებათ.

Jnews-ი ესაუბრა SJGC-ის დირექტორს, ვრეჟ ბერიკიანს, რომელმაც კომპანიის მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.

„აბული უკვე ექსპლუატაციაშია. ბუზავეთი და მოდეგამი ექსპლუატაციაში შესვლის აქტებს ელოდებიან, დიდ და პატარა სამსარში კი სამუშაოები მიმდინარეობს“, — განაცხადა SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა.

ბერიკიანის თქმით, დიდი ალბათობით, ზამთრამდე ყველა ამ სოფლის მოსახლეობას საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირი ექნება.

აბულის აბონენტები: 115
ბუზავეთის აბონენტები: 40
მოდეგამის აბონენტები: 40
დიდი და პატარა სამსარის აბონენტები: 138

სამომავლო გეგმები
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, ამჟამად გაზის გამანაწილებელ კომპანია SJGC-ს არ აქვს ახალი პროექტები იმ სოფლებისთვის, სადაც გაზი არ არის, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სულდასა და დადეშის მიმართულებით სამუშაოების ჩასატარებლად.

„ზუსტ დროს ვერ დავასახელებ, რადგან ჯერ დამტკიცებული პროგრამა და ნებართვა არ გვაქვს“, — განაცხადა ბერიკიანმა.

ასევე წაიკითხეთ:
სულდას გაზიფიცირების საკითხი 2026-2028 წლებში განიხილება

გაზმომარაგება დაიწყო აბულის, ბუზავეთისა და მოდეგამის სოფლებში