
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თვის ლეკვმა მისი მომვლელი დაკბინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიულმა კვლევამ ცოფის დაავადება დაადასტურა. ამ ფაქტის გამო ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები: დაავადების მატარებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო ცხოველებისა და ცოფის მატარებელი ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი.
წელს ქვეყანაში ცოფის 5 შემთხვევა გამოვლინდა.