საქართველოს შსს-ის მომსახურების სააგენტო ფეისბუქის გვერდზე მართვის მოწმობის მქონე პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ცვლილება შემდეგია:

„ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება შეიცვალოს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით პრაქტიკული ტესტირების პირველი და მეორე ეტაპის გავლის შემდეგ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ფენია თოროსიან