10 სექტემბერს, ახალქალაქში ორმაგი დღესასწაული იყო. ქალაქის დღის აღნიშვნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის 92 კურსდამთავრებულს მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მედალი გადაეცა.

ახალქალაქის სკოლების კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ზაალ გელაშვილმა და საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გადასცეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის სხვადასხვა სკოლის 59 კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი მიიღო. ასევე, 2023-2024 სასწავლო წლის 32 კურსდამთავრებულს ვერცხლის მედალი გადაეცა.

Alastan - 1

Alastan - 1

მათგან ბევრი უკვე საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია და ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვიდნენ ახალქალაქში. ბევრმა ვერ შეძლო დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება და მედლები მათმა ახლობლებმა მიიღეს.

Alastan - 1

Alastan - 1