საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან და სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო დღეებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან 18 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან სულ 18 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეები.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი ერთ-ერთი უფლებამოსილებაა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი მოქალაქეების იდენტიფიცირება და მათი საქართველოდან დეპორტაციის განხორციელება“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.