
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-14 სექტემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წყალდიდობა საქართველოს მცირე მდინარეებზე, ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება და განვითარება მთიან და მაღლობ რეგიონებში (საფრთხის დონე – საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.