ოქროს ფასმა მსოფლიო ბირჟებზე ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თბილისის დროით 14:05 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ფასი 3615 აშშ დოლარი იყო.

Gold Prices-ის მონაცემებით, ოქრო ერთ დღეში 0.77%-ით, ბოლო ერთ თვეში კი 7.2%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, ოქროს წლიურმა ფასმა 43%-ით მოიმატა.

ოქროსთან ერთად ძვირდება ვერცხლიც. მაგალითად, თბილისის დროით 14:05 საათისთვის, ერთი უნცია ვერცხლის ფასი 41.2 აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 8.8%-ით, ერთ დღეში კი 0.47%-ით გაძვირდა. რაც შეეხება წლიურ ზრდას, ამჟამად ის 45%-ს შეადგენს.