
ახალქალაქის ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ ბავშვებისთვის განკუთვნილი სასრიალოები და საქანელები ცუდ მდგომარეობაშია.
პარკში სათამაშოდ სხვადასხვა ასაკის ბავშვები მიდიან. ამჟამად, საქანელები, რომლებიც ადრე ყოველთვის დატვირთული იყო, ცარიელია, რადგან გატეხილია და ბავშვებს ეშინიათ თამაშის.
ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-მა ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორს, მხითარ რსტაკიანს მიმართა.
მან განმარტა: „რაც გატეხილია, იმათ შევაკეთებთ, მაგრამ გამოცვლაზე ვერ გიპასუხებთ“.
„ხას ბახჩა“ ყოველთვის ხალხმრავალია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. ის ახალქალაქელების, განსაკუთრებით პატარების, საყვარელი ადგილია.