შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში 47 267 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. მათგან 4 220 სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებითაა აღძრული, ხოლო 43 047 „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად.

იგივე სტატისტიკის მიხედვით, 6 თვეში ავარიების შედეგად 328 ადამიანი დაიღუპა, 5 579 კი დაშავდა.

შსს-ს მონაცემებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, თითქმის 62%, თბილისში ხდება. სტატისტიკის მიხედვით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 29 135 შეადგინა. შედეგად, თბილისში 78 ადამიანი დაიღუპა, 2 404 კი დაშავდა.

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, სტატისტიკა ასე გადანაწილდა:

83 ადამიანი დაიღუპა შემხვედრ ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევის გამო.

სიჩქარის გადაჭარბება – 82 ადამიანი.

მოსახვევის შედეგად – 70 ადამიანი.

საფეხმავლო გადასასვლელზე წესების დარღვევა -56 ადამიანი.

ავტომობილის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა – 43 ადამიანი.

დისტანციის დაუცველობის შედეგად – 28 ადამიანი და ა.შ.

ფოტო: არქივიდან