საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღარიბად მიიჩნევს, ყოველი მეხუთე კი საარსებო შემწეობას იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ივლისის ბოლოს მონაცემები ადასტურებს.

უფრო კონკრეტულად, ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 707 817 ადამიანი იღებს. მათგან 466 506 მხოლოდ შემწეობის მიმღებია, ხოლო 241 311 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა სიაშია, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 677 495-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 1 298 660 ადამიანია რეგისტრირებული, ანუ ის პირები, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ და დახმარებას საჭიროებენ. 2024 წლის ივლისში ასეთი ადამიანების რაოდენობა 1 249 543 იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.