ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დაახლოებით 100 მოსწავლეს სასკოლო ნივთები და ჩანთები გადაეცა. ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდიდან შევიტყვეთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროს ოლგა მელიქიძესთან ერთად, საშუალო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა.

პროგრამის განხორციელებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ადრე, ახალქალაქის ზოგიერთი სოფლის მოსწავლეებმაც მიიღეს საჩუქრები სომხური საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით.