
სომხური საგანმანათლებლო ფონდის ინიციატივით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, ჯავახეთის სომხებით დასახლებული სოფლების მოსწავლეებს სკოლის ნივთებით სავსე სასკოლო ჩანთები ეძლევათ. წლევანდელი წელიც გამონაკლისი არ ყოფილა. სკოლის ჩანთები სულ 325 მოსწავლემ მიიღო.
ჯავახეთის ARF-ის სტიპენდიების პროგრამის კოორდინატორის, ტერეზა აზარიანის თქმით, წელს სკოლის ჩანთები შემდეგ სოფლებში დაურიგდათ: ალასტანი, კოკიო, ბურნაშეტი, ღადო და გომანი.
ეს ტრადიცია რეალობად იქცა ჯავახეთში ARF-ის სტიპენდიანტების ნებაყოფლობითი მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ნინოწმინდისა და ახალქალაქის რეგიონებიდან 5-6 მიმდებარე სოფელი ირჩევა. პროგრამა ჯავახეთში 6 წელია მოქმედებს. წელს, სსკ 27 სოფელს ეწვია და დაახლოებით 1500-1800 მოსწავლემ საკანცელარიო ნივთებით სავსე სასკოლო ჩანთები მიიღო.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს, რომელთა წყალობითაც ყოველწლიურად ვახერხებთ ამ ლამაზი ტრადიციის განხორციელებას“, – განაცხადა ტერეზამ Jnews-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სომხური საგანმანათლებლო ფონდი 1950 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა სომეხი სტუდენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდასაჭერად. სომხური საგანმანათლებლო ფონდი წლების განმავლობაში მუშაობს როგორც სომხეთის რესპუბლიკაში, ასევე ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან.