2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ შეადგინა 0.3 პროცენტი, ხოლო წლიურმა ინფლაციამ – 4.6 პროცენტი. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან შეადგინა 3.0 პროცენტი, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი დადგინდა 2.8 პროცენტზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

ტრანსპორტი – ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რამაც ყოველთვიურ ინფლაციაზე იმოქმედა +0.14 პროცენტული პუნქტით.

გაიზარდა:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ფასი (+2.0%)

სატრანსპორტო მომსახურების ფასი (+0.7%)

ამავდროულად, შემცირდა:

სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ფასი (-0.4%)

საკვები პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1%-ით, გავლენა +0.07 პროცენტული პუნქტი.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში:

ხილი და ყურძენი (+4.3%)

რძე, ყველი და კვერცხი (+3.1%)

თევზეული (+1.7%)

ყავა, ჩაი და კაკაო (+0.8%)

პური და პურპროდუქტები (+0.7%)

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+0.2%)

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებში:

ბოსტნეული (-10.6%)

ზეთი და ცხიმი (-0.6%)

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – ფასები გაიზარდა 0.7%-ით, გავლენა +0.05 პროცენტული პუნქტი. ალკოჰოლური სასმელების ფასი გაიზარდა (+1.5%).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ფასები შემცირდა 2.0%-ით, გავლენა -0.09 პროცენტული პუნქტი.

ტანსაცმელი (-2.1%)

ფეხსაცმელი (-1.9%)

საკვები პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 10.0%-ით, გავლენა +3.35 პროცენტული პუნქტი.

ყველაზე მეტად გაიზარდა:

ხილი და ყურძენი (+15.3%)

ზეთი და ცხიმი (+14.8%)

ყავა, ჩაი და კაკაო (+13.1%)

რძე, ყველი და კვერცხი (+11.8%)

თევზეული (+10.8%)

ბოსტნეული (+10.8%)

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+10.2%)

პური და პურპროდუქტები (+9.4%)

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+8.4%)

ხორცი და ხორცპროდუქტები (+3.2%)

ჯანმრთელობის დაცვა – ფასები გაიზარდა 9.3%-ით, გავლენა +0.78 პროცენტული პუნქტი.

ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (+10.8%)

ჰოსპიტალური მომსახურება (+9.2%)

სამედიცინო პროდუქცია, ტექნიკა და მოწყობილობები (+7.9%)

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – ფასები გაიზარდა 4.7%-ით, გავლენა +0.3 პროცენტული პუნქტი.

თამბაქო (+5.5%)

ალკოჰოლური სასმელები (+4.0%)

ტრანსპორტი – ფასები შემცირდა 2.4%-ით, გავლენა -0.31 პროცენტული პუნქტი.

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-3.9%)

სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (+0.5%)

სატრანსპორტო მომსახურება (+0.3%)